ერევანში, სასტუმრო “მარიოტში” სერჟ სარგსიანისა და ნიკოლ ფაშინანის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მას არ წარმოუდგენია, როგორ გაიმართება მოილაპარაკებენ ჟურნალისტების თანდასწრებით. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს არ იყო დიალოგი, არამედ ულტიმატუმი და მუქარა, რომ იგი პასუხისმგებელი იქნება შემდგომი განვითარებებზე. მან ნიკოლ ფაშინიანს 1 მარტი შეახსენა.
ნიკოლ ფაშანიანმა, სარგსიანს უთხრა, რომ მან უნდა აღიაროს, რომ მთავრობა სომეხი ხალხის ხელშია და უნდა დატოვოს თანამდებობა.
სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ ფრაქცია, რომელმაც 7% მიიღო, ხალხის სახელით ვერ ისაუბრებს და შეხვედრა დატოვა.
ნიკოლ ფაშანიანმა განაცხადა, რომ ბრძოლის ძალა უნდა გაორმაგდეს და ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრა სარგსიანთან მხოლოდ მისი იმპიჩმენტის შემთხვევაში შედგება.
21 აპრილს, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი მივიდა და მოკლე საუბარი ჰქონდა ნიკოლ ფაშინიანთან, რის შემდეგაც ოპოზიციონერი ლიდერი პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შეხვდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021