უკვე ერთ კვირაზე მეტია სომხეთის ოპოზიცია ერევანში საპროტესტო აქციებს ატარებს. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩის ბლოკირება და მოძრაობის პარალიზება სცადეს.
„ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს არა მხოლოდ ერევანში, არამედ სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც“, – განაცხადა მომიტინგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სანასარიანმა.
ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021