17 აპრილს, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩეულმა სერჟ სარგსიანმა, სულ ცხრა მილოცვა მიიღო, მათ შორის, ოთხი სომხეთიდან. პარლამენტის თავმჯდომარე არა ბაბლოიანის გარდა, სერჟ სარგსიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა ასევე მიულოცეს სომხეთის მეოთხე პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, თავისივე წინამორბედმა რობერტ ქოჩარიანმა, სრულიად სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქმა და არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაკო საჰაკანმა.
რაც შეეხება უცხოეთს, არჩეულ პრემიერ-მინისტრს სერჟ სარგსიანს თანამდებობა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ქეციანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამავდროულად, არცერთი ევროპული ქვეყნიდან ჯერჯერობით სერჟ სარგსიანს მილოცვის წერილი არ მიუღია, ნაცვლად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ხელისუფლებას ერევანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა არ გამოიყენონ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021