19 აპრილის დილას დაკავებული აქტივისტი დავით პეტროსიანი პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს. ეს უკანასკნელი მთავრობის მესამე შენობასთან დააკავეს, სადაც პოლიციელებმა დემონსტრანტები ქუჩაში ძალით დააკავეს, წერს forrights.am.
დავითმა უარი განაცხადა კამერის წინ კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა, რომ მას დასვენება სჭირდება, მაგრამ მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილში პოლიციის ძალადობის კვალი იყო შესამჩნევი.
“პატიმრობის დროს მიღებული დაზიანებების აღსაწერად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გამოვუძახეთ, რომლის ექიმმა ხორენ ალექსანიანმა უარი თქვა მოსვლაზე. მოვითხოვე ჩემს თვალწინ ჩანაწერის გაკეთება, მაგრამ ექიმმა უარი თქვა”, – ამბობს პეტროსიანის ადვოკატი არაქს მელქონიანი და დასძენს, რომ ის ალექსანიანს სასამართლოში უჩივლის.
დავით პეტროსიანი დაკავებული იყო, როგორც სომხეთის საზოგადოებრივ რადიოში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერევნის სამედიცინო კოლეჯის შენობებში დემონსტრანტებთან ერთად შესვლის ბრალდებით, ხოლო მისი ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ დღეებში დავით პეტროსიანი ბუდაპეშტში იმყოფებოდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021