ერევანში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტი სცემეს

19 აპრილს დილით, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეთა ცნობიერების კავშირის”  ჟურნალისტს ტირაირ მურადიანს აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და პოლიციელების თვალწინ სცემეს. მოგვიანებით მურადიანი “გრიგორ ლუსავრიჩის” სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტი მთავრობის შენობასთან მოხდა. “უცნაურად მოძრაობდნენ ჩემს ირგვლივ”, – იხსენებს ჟურნალისტი, “მე დავიმახსოვრე მათი სახეები. როცა დაინახეს, სცადეს დაეტოვებინათ ტერიტორია, შემდეგ კი გაუჩინარდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ გამოჩნდნენ. მითხრეს, რატომ იღებო, მერე დაიწყეს ცემა “.

Leave a Reply