სომხეთში მიმდინარე აქციების პარალელურად, პროტესტის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნებში სომხეთის საელჩოებთან.
გლენდელის მერიასთან 15 აპრილს გაიმართა აქცია- სომხეთში მიმდინარე მოვლენებში მონაწილე თანამემამულეების სოლიდარობის ნიშნად. აქციის ლოზუნგები იყო „“უარყავი სერჟი“ და „არა კრიმინალურ სისტემას“.
ლოზუნგით „უარყავი სერჟი“ აქციები ტარდება ასევე ლოს ანჯელესში და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში. მარსელში მცხოვრებმა სომხებმა, 18 აპრილს, სომხეთის საკონსულოსთან მოაწყვეს აქცია მოწოდებებით – “გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი.”
„თქვენი ბრძოლა სამართლიანია, ის მიმართულია სომხეთში სამართლიანი ხელისუფლების აღდგენისკენ, პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ და რაც მთავარია, კრიმინალური ხელისუფლებისა და სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით კლანური ხელისუფლების აღმოთხრისა და დემოკრატიისკენ“,- აქციის მონაწილეებმა ამ სიტყვებით მოუწოდეს თანამემამულეებს. ამასთან, ისინი მერიაში შევიდნენ, და სერჟ სარგსიანის სურათი დაწვეს.
სოლიდარობის აქცია გაიმართა კიევშიც სომხეთის საელჩოსთან, სადაც წარწერებით „უარყავი სერჟი“ სომეხი და სხვა ეროვნების სტუდენტები შეიკრიბნენ.