აქციის მონაწილეებმა ერევნის მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს

აქციის მონაწილეებმა ერევნის მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს. ამ ქმედებისაკენ მათ მომიტინგეების ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა.

„გადაკეტეთ შენობის ყველა შესასვლელი. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მშვიდობიან აქციას ვიწყებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პოლიციამ ქალაქის ცენტრისკენ ახალი ძალები მიიყვანა და იმ ოპოზიციონერების დაკავება დაიწყო, რომლებიც ქუჩებზე მოძრაობის პარალიზებას ცდილობენ. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება საფრანგეთის მოედანზე, ოპერის შენობის ახლოს. სამართალდამცველებმა კორდონები აღმართეს და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ოპოზიციონერებს ქუჩების დაბლოკვაში.

interpressnews.ge

Leave a Reply