ერევნის აქციების მონაწილეთა რიცხვი მატულობს

18 აპრილს, ერევვანში ფართომასშტაბიანი აქციები გრძელდება. კოალიცია „იელქის“ წევრის, პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ხელმძღვანელის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დღეს აქცია ერევნის რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

დილიდან ასევე სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშნის წინააღმდეგ პარტიის „ერკირ წირანის“ ხელმძღვანელის ზარუჰი ფოსტანჯიანის მიერ ორგანიზებული აქციები ტარდება  ვანაძორში.

ნიკოლ ფაშინიანის ვიდეომოწოდება გაავრცელა ასევე მოძრაობა „სასნა წრერმა“.

აქციას შეუერთდა ასევე გიუმრიში მოქმედი SOS production, რომლის წევრები დღეს გიუმრის სკოლებსა და სასწავლებლებში შევიდნენ და ხალხს აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

 

Leave a Reply