აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სომხეთის მოქალაქეებს სურთ თავისუფალი თვითგამოხატვის უფლების განხორციელება

სომხეთის მოქალაქეებს სურთ თავისუფალი თვითგამოხატვის უფლების განხორციელება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სომხეთის ათასობით მოქალაქე გარეთ გამოვიდა, რათა თვითგამოხატვისა და მიტინგების ჩატარების უფლებები განახორციელონ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს ერევნის ცენტრში და სომხეთის სხვა ქალაქებში. ყველა მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგან“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. აქციის მონაწილეები სწორედ სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.

Leave a Reply