ერევანში საპროტესტო აქციები დილიდან განახლდა

ერევნის ცენტრში მომიტინგეები დილიდან იკრიბებიან. 17 აპრილს, ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მომხრეებს მოუწოდა, კვლავ შეიკრიბონ და დემონსტრაციები განაგრძონ.

10:55- მომიტინგეების რიცხვი იზრდება. პოლიციამ დემირჭიანის ქუჩაზე ცოცხალი კედელი განათავსა.  მომიტინგეები უკვე პრეზიდენტის სასახლესთან არიან. აქციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანი პოლიციელებისგან ძალის გამოუყენებლობას ითხოვს.

10:42- პროტესტანტებმა მოსკოვის ქუჩა გადაკეტეს.

10:41-  ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა “ჩემი ნაბიჯის” მონაწილეებმა საფრანგეთის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ტერიტორია შემოფარგლეს.

ინფორმაციის წყარო: armtimes.com

Leave a Reply