სომხეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით 17 აპრილს, არცახის რესპუბლიკაში ჯარისკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.
shamshyan.com ვებ-გვერდის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცი რუსლან მანუკიანია, რომელიც ლორიის რაიონის ქალაქ სტეფანავანიდან იყო. წინასწარი ინფორმაციით, იგი ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.