სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში პრეზიდენტსა და ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს სერჟ საქგსიანს შორის პირველი შეხვედრა შედგა.
პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა სერჟ სარგსიანს მთავრობის კაბინეტის მეთაურობა მიულოცა.
“იმის გათვალისწინებით, რომ დიდი გზა გაიარეთ, დიდი ორგანიზაციული გამოცდილება, უნარები და ადამიანური თვისებები გაქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობით, თქვენი სრული პოტენციალი მოემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას და ხალხის კეთილდღეობას,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მას წარმატება და პროდუქტიული მუშაობა უსურვა.
პარალელურად, ერევნის ქუჩებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოქალაქეები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას აპროტესტებენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021