ფაშინიანმა ერევანში ხავერდოვანი რევოლუცია დაანონსა

ერევანში გრძელდება ფართომასშტაბიანი გამოსვლები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მონისტრად დანიშვნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. 18:30 საათზე დაანონსდა სომხეთის ისტორიაში ყველაზე დიდი აქცია რესპუბლიკის მოედანზე.

17 აპრილის მოვლენების ქრონოლოგია:

13:30

აქტივისტები მარშით წიწერნაკაბერთიდან გამარჯვების ხიდთან მიდიან.

13:40

აქტივისტებმა ცენტრალური ბანკის ტერიტორია დაიკავეს.

 

13:45

ეროვნული საბჭოს ამბიონთან  პარტია “ელქ”-ის წევრი არამ სარგსიანი იმყოფება.

ამ ეტაპზე, მარში კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს.

14:15

სტუდენტები 3 საათია, პოლიციის შენობაში არიან დაკავებულები. მათ არ ათავისუფლებენ.

 

 14:25

პროკურატურის შენობა, საკასაციო სასამართლოს შენობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი – ყველა ეს შენობა აქტივისტებმა დაიკავეს.

Leave a Reply