სომხეთის ეროვნული კრების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე მმართველმა კოალიციამ პრემიერ-მინისტრის კანდიდანტად სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს, რომელიც აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს და მზად არის ეს მხარდაჭერა ქვეყნის დინამიკური განვითარებისთვის გამოიყენოს.
“დღეს ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერ-მინსტრს ვირჩევთ და დიდი გამოცდილება არ გაგვაჩნია, თუმცა არჩევნების ლოგიკური მსვლელობა კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასევე ამ სისტემით მართვადი ქვეყნების გამოცდილების მიხედვით. საპარლამენტო სისტემის მიხედვით პრემიერ-მინისტრი პარლამენტის უმრავლესობის თანხმობით ირჩევა. გამორიცხულია პარლამენტის ხმათა უმრავლესობის გარეშე მოხდეს არჩევანი და მე, პირადად ამის წინააღმდეგი ვარ,” – აცხადებს სერჟ სარგსიანი.
სარგსიანი, მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” მიერ წარდგენილი კანდიდატია. მას კონკურენტი არ ჰყავს, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატია. მასშტაბური საპროტესტო ტალღა სარგსიანის მმართველობის ვადის გახანგრძლივების წინააღმდეგ დაიწყო.