ერევანი ბლოკირებულია, პოლიციამ ტანკები გამოიყვანა (ფოტო)

17 აპრილს, 9:12 ბაღრამიანის გამზირი დემონსტრანტებმა დაბლოკეს, განსაკუთრებით ბაღრამიანი-დემრჭიანის გზაჯვარედინი, სადაც პოლიციის მიერ მავთულხლართებია გავლებული, რომლის შუაში არის შავი ობიექტი, რომელიც, მოქალაქეების აზრით, შესაძლოა ასაფეთქებელი იყოს.

10:00 – ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ერევნის პროშიანის ქუჩაზე ტანკები გამოიყვანა.

დღეს, 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრი უნდა დანიშნონ. აღნიშნულ პოსტზე სომხეთის მმართველმა პარტიამ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინა. იგი პრემიერ მინისტრობის ერთადერთი და უპირობო კანდიდატია. აქციის მიზანია, ხელი შეუშალონ სარგსიანის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას.

Leave a Reply