ოფიციალური ინფორმაციით, ერევანში, 16 აპრილს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 46 პირი დაშავდა, მათ შორის, 6 პოლიციელია. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
ამ დროისათვის საავადმყოფოში 31 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, დანარჩენებმა პირველადი სამედცინო მომსახურების გაწევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ერევანში მასობრივი არეულობების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. მანამდე, მომიტინგეებმა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობა დაიკავეს.
16 აპრილს, დილიდან ერევანში ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო. პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” საბჭოს წევრმა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ერევანში ერთ-ერთი მთავარი, ბაგრამიანის პროსპექტი გადაკეტა. აქციის მიზანია, რომ 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებმა ვერ შეძლონ შესვლა, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი არ აირჩიონ. აღნიშნულ პოსტზე სომხეთის მმართველმა პარტიამ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021