დაპირისპირება ერევანში პოლიციას და აქციის მონაწილებს შორის, აქციის ორგანიზატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ერევანში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამოსვლები 16 აპრილს დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

პროტესტის ორგანიზატორი, ოპოზიციონერი  ნიკოლ ფაშინიანი ნაირის საავადმყოფოში ხელებისა და სახის ნაწილში დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება ბაღრამიანის გამზირზე.

საავადმყოფოში გადაიყვანესე ასევე 3 დაშავებული პოლიციელი, მათ შორის, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აქციის მონაწილეები სიმშვიდეს ინარჩუნებენ, თუმცა პოლიცია მათ დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიღებულია.

შეტაკებები აქტივისტებსა და პოლიციას შორის შუადღეს დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. დემონსტრანტები ბაღრამიანის ქუჩაზე ლითონის მავთულხლართების გარღვევას ჯოხებით ცდილობენ. ისინი ყვირიან “პოლიციელებო, შემოგვიერთდით!”


Leave a Reply