აპრილიდან ახალხალაქის მერიაში 2 ახალი სერვისი ამოქმედდება – სამშენებლო ზედამხედველობა და აუდიტი. საკადრო ცვლილებები განხორციელდება ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში.
სამშენებლო ზედამხედველობა და აუდიტი 2018 წლის იანვრიდან არსებობს, თუმცა აპრილიდან ამოქმედდა. თითოეულ მომსახურებაში ერთი განყოფილება შედის, სადაც 4 ადამიანი მუშაობს: მენეჯერი, განყოფილების უფროსი და 2 სპეციალისტი. სამშენებლო ზედამხედველობის სერვისი რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გააკონტროლებს, ხოლო აუდიტი რეგიონის ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობას.
2018 წლიდან ახალქალაქის სოციალური მომსახურება ადმინისტრაციის ნაწილი გახდა. ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა განაცხადა, რომ სოციალური მომსახურების ყოფილი თანამშრომლები განყოფილებაში გადავლენ, გარდა ერთი, რომელიც საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლდა.
” მერიის წარმომადგენლების 35% შეიცვალა. მუნიციპალიტეტის 14 სოფელში კონკურსი გამოცხადდა და საკადრო ცვლილებები მოხდა, მათ შორის, 7 სოფელში იგივი პიროვნებები იმუშავებენ. დარჩა მხოლოდ სოფლების აზავრეთისა და კარტიკამის წარმომადგენელი კადრების ცვლილებები,” – განაცხადა ახალქალაქის მერმა.