არცახის “ტიგრანაკერტის” მუზეუმი- ძველი სომხური არტეფაქტების სახლი

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ჰამლეტ პეტროსიანის განცხადებით, არცახის ტერიტორიაზე მდებარე “ტიგრანაკერტის” მუზეუმს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ARMENPRESS-ის ინფორმაციით , ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ჰამლეტ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უძველეს დასახლებული პუნქტებიდან მოპოვებულ მასალებს  ერევნის სახელმწიფო უნივერსისტეტის არქეოლოგიის ლაბორატორიაში აგზავნიან, სადაც ის მუშავდება, იწმინდება და შემდგომ მუზეუმში ექპონატად რჩება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც  ქვის ცალკე ძეგლები პირდაპირ მუზეუმში მიაქვთ.

Leave a Reply