შარლ აზნავურმა არმენ სარგსიანს სომხეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

11 აპრილს, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეს სომეხი ეროვნული გმირის, ცნობილი შანსონების მომღერლის შარლ აზნავურის შვილი, ნიკოლა აზნავური და მისი მეუღლე ქრისტინა სარკისიანი სტუმრობდნენ.

მან პრეზიდენტ არმენ სარგსიანს შარლ აზნავურის მისალოცი წერილი გადასცა, რომელშიც იგი სარგსიანს პრეზიდენტის თანამდებობას ულოცავს.

“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილება და ჰუმანური ღირებულებები დიდი წვლილს შეიტანს სომხეთის შემდგომ განვითარებაში, ისევე როგორც, ჩვენი ხალხისთვის მთელს მსოფლიოში. გისურვებთ წარმატებას თქვენს გადამწყვეტ მისიაში, რომ გავატაროთ სამშობლო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე,”- ნათქვამია წერილში.

Leave a Reply