24 აპრილს, სომხების გენოციდის ხსენების დღეს, აშშ-ში მცხოვრები სომეხი მოქალაქეები, კონგრესმენებთან დაკავშირებას მოითხოვენ და მოუწოდებენ ხელი მოაწერონ სომხეთის საკითხებზე კონგრესის კონცეფციის წერილს, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ სომხების გენოციდის აღიარებას.
“თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს კონგრესმენს აღნიშნული წერილით,”- იუწყება ამერიკის სომხური კომიტეტის პრესსამსახური.
1995 წელს კონგრესში სომხეთის საკითხებზე შეიქმნა აშშ-სომხეთის ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაძლიერებისადმი მიძღვნილი არაფორმალური, ორპარტიული ჯგუფი. კონგრესში, ამერიკულ-სომხური საზოგადოების წევრთა მრავალმხრივი კოალიციის ერთობლივი ძალისხმევა ხელს უწყობს კონგრესის, თეთრი სახლისა და ამერიკელების სომხეთის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021