System of A Down-ის სოლისტმა სერჟ თანკიანმა ყავის სომხური ბრენდი “Kavat” შექმნა.
თანკიანი სომეხი წარმოშობის ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, პოეტი და პოლიტიკური აქტივისტი გახლავთ.
თანკიანი ყავის შექმნის იდეაზე The Art of Work ფილმის მეორე ნაწილში იტყობინება. ფილმი შექმნილია ჟურნალ Revolver-თან თანამშრომლობით, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება. ფილმი გადაღებულია 2017 წელს კალიფორნიის შტატის პატარა საკურორტო ქალაქ მალიბუში. ფილმში თანკიანი ყავას ამზადებს და სომხურ ყავასთან დაკავშირებით ტრადიციებსა და იდეის განხორციელებაში დედის როლზე საუბრობს.
” იქედან გამომდინარე, რომ ყავის მოყვარული ვარ საკუთარი პროდუქტის შექმნა გადავწყვიტე, რათა სომხური ყავა ცნობილი გახდეს მთელს მსოფლიოში. ყავის დალევა მიყვარს განსაკუთრებით სამუშაოს შესრულების დროს,” – განაცხადა სერჟ თანკიანმა.