სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული საპარტნიორო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს მხარი კენჭისყრაზე დამსწრე 95-ვე დეპუტატმა დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
„ეს ისტორიული დოკუმენტია და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ საკითხში სრულ კონსენსუსს მიაღწიეს. ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ“, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარენ ნაზარიანმა.
დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ ევროკავშირი სომხეთს 2020 წლამდე 175 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნული თანხა ქვეყნის მთავრობამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე უნდა დახარჯოს. სავარაუდოდ, ევროკავშირი სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021