9 მაისი-სამი დღესასწაული სომხეთში

1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა და მას როგორც საქართველოში, ასევე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დღემდე ზეიმობენ.

სომხეთში 9 მაისს „ერატონს“უწოდებენ, რაც 3 დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს სომხეთში 3 გამარჯვებას აღინიშნავენ.

25 წლის წინ, 9 მაისის დილას სომხურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ოპერაცია „ქორწილი მთებში“, რის შედეგადაც განთავისუფლებულ იქნა მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუში. ამ გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ყარაბაღის ომში.

9 მაისს ასევე აღნიშნება მთიანი ყარაბაღის ჯარის დაარსების დღე. მთიანი ყარაბაღის ჯარი ოფიციალურად 1992 წლის 5 მაისს შეიქმნა, რითაც გაერთიანდა ჯერ კიდევ 1990 წლიდან მოქმედი განცალკევებული სამხედრო დაჯგუფებები.

სომხეთის რესპუბლიკაში და მთიან ყარაბაღში 9 მაისს დიდი ზეიმით აღნიშნავენ.

Leave a Reply