სომხეთის საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის ვეტერან ლიდერს გადადგომა აიძულა, სამშაბათს საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დაანონსა. გადაწყვეტილება სომხეთის პარლამენტის მიერ მისი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის უარყოფას მოჰყვა.
პარლამენტში 42 წლის ოპოზიციონერი ლიდერის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ერთდღიანი დაძაბული დისკუსიის შემდეგ, მხარი 45 დეპუტატმა დაუჭურა, 55-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ფაშინიანმა საღამოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით მხარდამჭერს მიმართა და საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.
“ხვალ, დილის 8:15 საათიდან ვიწყებთ გაფიცვისა და საერთო ჯამში, ყველა კომუნიკაციის საშუალებებს ვბლოკავთ,” – მიმართა ფაშინიანმა პარლამენტში წარუმატებლად დასრულებული არჩევნების შემდეგ.
“სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მოქმედებებს მოჰყვება ჩვენი კონტრ-შეტევა, ხვალ ვაცხადებთ სრულ გაფიცვას, გაიფიცება სასწავლებლები და დაწესებულებები. ხვალ ყველა ქუჩას, რკინიგზას, მეტროს, აეროპორტს, ყველაფერს დავბლოკავთ. მე მივმართავ ხალხს, როგორც მის მიერ არჩეული კანდიდატი, ხვალ ყველა სახელმწიფო თანამშრომელმა უნდა გამოაცხადოს გაფიცვა,” – მიმართა ფაშინიანმა შეკრებილ მხარდამჭერებს.
“ეს ბრძოლა ვერ დასრულდება გამარჯვების გარეშე, არ არსებობს სხვა ვარიანტი, უბრალოდ არ არსებობს. ხვალ არ იქნება ბოდიშის მოხდის საჭიროება ქუჩის დაბლოკვისთვის, რადგან სომხეთში თითქმის არ დარჩა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურს ჩვენი გამარჯვება,” – აღნიშნა მან.
“სომხეთის მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ და მოითხოვონ, რომ მათი კანდიდატი პრემიერ-მინისტრი გახდეს. საერთო შეკრება საღამოს 19:00 საათზე გაიმართება. დღევანდელი აქცია ყველაზე დიდია, მათ შორის, რაც ამ დღეებში იყო”, – განაცხადა ფაშინიანმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021