საქართველოში მცხოვრებო ძვირფასო სომხებო, მოძმე ქართველო ხალხო,
A11გულითადად გილოცავთ ახალ წელსა და შობას, თქვენ და თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებ.
დაე 2018 წელი იყოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის წელი, რომლის განმავლობაშიც დაფიქსირდება უპრეცედენტო წარმატებები.
2017 წელს ჩვენ აღვნიშნეთ სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების დამტკიცების 25 წლისთავი და ამ კონტექსტში სიმბოლური იყო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, ვიზიტი საქართველოში, რომელმაც, დანამდვილებით შეიძლება აღინიშნოს, რომ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და ამ მიმართულებით ახალი პერსპექტივები გამოკვეთა.
ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და ვინაიდან ოჯახის ცნებას სომეხი და ქართველი ხალხებისთვის აქვს საკვანძო მნიშვნელობა, ამიტომაც ჩვენი ხალხები ახალ წელს განსაკუთრებულად ეპყრობა.
საახალწლო სუფრებთან ჩვენ სხვადასხვა სადღეგრძელოს შევსვამთ, სხვადასხვა სურვილებით მივმართავთ უფალს. მოდით, წელს ამ სურვილებში ჩავრთოთ სომხურ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების ძალზედ მნიშვნელოვანი სურვილიც.
საქართველოში მცხოვრებო ძვირფასო სომხებო და ქართველო ხალხო, ღმერთმა ქნას, რომ ახალ წელს რეალობად იქცეს თქვენი ყველა სურვილი, იმედები და მოლოდინები. ამ საახალწლო დღეებში ყველა თქვენგანის ოჯახს ვუსურვებ სიყვარულსა და სითბოს, ჩვენს ქვეყნებს კი – მშვიდობას და კეთილდღეობას.
გილოცავთ ახალ წელსა და შობას!