რუსეთ – საქართველოს საზღვრის “ყაზბეგი-ზემო ლარსის” გზა 7-8 ნომბერს, დღის საათებში პერიოდულად გადაიკეტება. ამის შესახებ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე იტყობინება.
7-8 ნომბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე გზა პერიოდულად გადაიკეტება ქვაცვენის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით.
ამ რეჟიმში საპატრულო პოლიცია კოორდინაციას გაუწევს ტრანსპორტს. საზღვრის აღნიშნული მონაკვეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ზამთარში რთული კლიმატური პირობების გამო გზები ხშირად დაკეტილია, რაც მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის დროს დიდ პრობლემებს ქმნის.
ამჟამად ეს ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს საქართველოს გავლით რუსეთთან აკავშირებს.