საქართველოში სომხეთის ახალი ელჩის ვინაობა უცნობია

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის დანიშნვის საკითხი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა აქტუალური.

სააგენტო vestikavkaza.ru ერევნის დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოში ელჩად სერგეი მინასიანი ინიშნება. მიანასიანი კავკასიის ინსტიტუტის და პოლიტიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

თავად მინასიანი არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოდან საქართველოში სომხეთის ელჩი იური ვარდანიანია.

Leave a Reply