4 ივლისს, ცნობილი სომეხი მსახიობის, სსრკ-ის სახალხო არტისტის, კინოსა და თეატრის მსახიობის მჰერ (ფრუნზიკ) მკრტჩიანის იუბილეა. იგი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მჰერ მკრტჩიანს ფრუზიკი უწოდეს ცნობილი სამოქალაქო ომის გმირის მიხეილ ფრუნზეს პატივსაცემად.
ქართველებს განსაკუთრებით ახსოვთ მისი როლი გიორგი დანელიას ცნობილ ფილმში “მიმინო”, სადაც იგი სომეხ მძღოლს, რუბენ ხაჩიკიანს თამაშობს და შესანიშნავ პარტნიორობას უწევს ბუბა კიკაბიძეს.
ჰრანტ მკრტჩიანი გიუმრიში დაიბადა, უმაღლესი განათლება კი ერევნის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო. იგი ძირითადად კომედიური ჟანრის ფილმებიდან ახსოვთ მაყურებლებს. მშობლიურ ქალაქ გიუმრიში მკრტჩიანის სახელობის მუზეუმი მოქმედებს, რომელიც 2002 წელს დაარსდა და ინახავს მსახიობის პირად ნივთებს. ერევანში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
მკრტჩიანმა ითამაშა ბევრ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია ” რატომ ხმაურობს მდინარე”, “01-99″ , ” ორკესტრის ბიჭები”, ” პატრონი და მსახური”, “კოვკასიური ტყვე ქალი”, “ჩვენ ვართ, ჩვენი მთები”, “მამაკაცები”, “მამიკო” და სხვა ცნობილ საბჭოთა ფილმებში.