Latest posts by Aliq Media (see all)
ანტიკორუფციული კოალიციის Transparency International მიერ, განათლების სისტემაში კორუფციული რისკების შესაფასებლად ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ირკვევა, რომ მშობლების 74% შეგუებულია იმ აზრს, რომ ბავში დამატებით მეცადინეობებზე დადის იმის გამო, რომ მისაღები გამოცდების მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე სკოლაში მიღებული ცოდნა. ხოლო 47% თვლის, რომ მოსწავლეები გაკვეთილის დროს ვერ ასწრებენ მასალის ათვისებას და კლასებში მათი გადაჭარბებული რადენობის გამო, არ არის ინდივიდუალური მიდგომა .
კვლევის თანახმად: მაღალ კლასებში, რეპეტიტორთან ყოველი მეორე მოსწავლე ემზადება; მეშვიდე კლასელთა შორის – ყოველი მესამე; ხოლო მესამე კლასელ ბავშვებს შორის, ყოველი მეხუთე.
კერძო პედაგოგების 72% – ს მოსწავლის სკოლასთან კავშირი არ გააჩნია, ხოლო 23% – ი იმავე სკოლაში აღნიშნული საგნის პედაგოგია.
თითო საგნის საშუალო საფასური – 12 200 სომხურ დრამს შადგენს.