კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს წმინდა ჰოვანეს კარაპეტ ეკელსიის სულიერმა მამამ, ბგრატ ბერჯექიანმა განახცხადა, რომ ანონიმურმა ქველმოქმედმა გადაწყვიტა ახლად მშენებარე ეკლესიის კომპლექსთან ახლოს მდებარე 2,9 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის მონაკვეთი აჩუქოს ეკლესიას, ამის შესახებ ადგილობრივი სომხური გამოცემა Asbarez წერს.
მამა ბგრატ ბერჯექიანის თქმით, ანონიმურმა ქველმოქმედმა სურვილი გამოთქვა, რომ მის მიერ ნაჩუქარ ტერიტორიაზე მოხუცთა სახლი აშენდეს, ხოლო შემოსული თანხა დაიხარჯოს ახალი ეკლესიის საჭიროებებზე.
აღსანიშნავია, რომ სან დიეგოში სოხური ეკლესიის მშენებლობის პროექტი დიდიხნიანი ბრძოლის შემდეგ დამტკიცდა.
ცნობილია, რომ კომპლექსში იქნება ახალი ეკლესია, შეხვედრების დარბაზი, ახლაგაზრდული, სპორტული ცენტრები, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები, ასევე ღია სივრცე შეკრებისთვის.