სომხეთის პარლამენტში 27 ოქტომბრის სისხლიანი ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა

27 ოქტომბერი ტრაგიკული თარიღია სომხეთის ისტორიაში. 1999 წლის ამ დღეს, სომხეთის პარლამენტში, როდესაც იქ მთავრობის საათი მიმდინარეობდა, შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა დარბაზში შეკრებილებს, შედეგად გარდაიცვალა რვა ადამიანი, მათ შორის – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარგსიანი და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კარენ დემირჭიანი.

თავდასხმის შედეგად ასევე გარდაიცვალნენ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები იური ბახშიანი და რუბენ მიროიანი, სომხეთის ოპერატიული საკითხებში მინისტრი ლეონარდ პეტროსიანი, დეპუტატები არმენაკ არმენაკიანი, ჰენრიკ აბრაჰამიანი და მიქაელ ქოთანიანი.
ტრაგედიიდან უკვე 18 წელია გასული. დამნაშავეები სასჯელს ციხეში იხდიან, მათგან ზოგი გარდაიცვალა, ზოგს, როგორც ამბობენ, ფსიქიკური აშლილობა დაემართათ.

სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტიდან წლები გავიდა თუმცა, სომხეთის მოქალაქეებისთვის 27 ოქტომბრის გვერდი არ დახურულა, რადგან ჯერაც უცნობია დანაშაულის ორგანიზატორები.

ვაზგენ სარგსიანის, რომელიც ტერაქტს ემსხვერპლა, ცნობილი იყო თავისი კრიტიკული განცხადებებით, რაც შესაძლოა გამხდარიყო მასზე თავდასხმის საფუძველი. ასევე მას რომ ჰყოლოდა სათანადო დაცვა, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, შესაძლოა 27 ოქტომბერიც არ მომხდარიყო.

ტერორისტული აქტი ყოფილმა ჟურნალისტმა ნაირი უნანიანმა და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ განახორციელა. მათ სასამართლომ პატიმრობა იარაღის უკანონო ტარებისთვის მიუსაჯა.

სომხეთში ბოლო წლების განმავლობაში, ოფიციალური ინფორმაციით, მინიმუმ სამი “27 ოქტომბერი” გამოაშკარავდა და აღიკვეთა.

დღეს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთდ “იერაბლურს” ეწვია და დაღუპულების საფლავი გვირგვინით შეამკო.

Leave a Reply