Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოსა და სომხეთის განსხვავებული საგარეოეკონომიკური ვექტორები სადავო საკითხად ხშირად ხდება- არის თუ არა ეს ხელისშემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის განვითარდეს ეკონომიკური ურთიერთობა, ან პირიქით, ორივე ქვეყანას შეუძლია სარგებლის მიღება.
საქართველოს Policy and Management Consulting Group ცენტრის გამოკვევის მიხედვით, სომხეთის წევრობა ევრაზეს-ში უარყოფითი ზეგავლენა აქვს ბიზნესის სფეროში ისევე, როგორც ნაწილობრივ დაარღვია 1998 წლის ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულყოფილი მოქმედება თავისიფულ სავაჭრო ზონაში. თუმცა ბევრი ექპერტი ამას არ ეთანხმება.
საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებეს აქვთ მდგრადი და დინამიური ხასიათი, ამტკიცებს პოლიტოლოგი ჯონი მელიქიანი.
„მხარეებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა სერიოზული, კოორდინირებული და ცენტრალიზებული მუშობის პირობებში ერთმანეთის ეკონომიკური ინტეგრაციისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ“-ამბობს ჯონი მელიქინი.
სომხეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა გაზრდილა 32%-ით. სტატისტიკური ბოლო მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ტვირთბრუნვა შეადაგინა 206 მლნ. აშშ დოლარი. სომხეთის საერთო საგარეო ტვრთბრუნვიდან ქართულ-სომხური ტვირთბრუნვის წილი 5.1 % შეადგენს.
2015 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 1%-ით. ბოლო პერიოდში გაიზარდა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთში. საქართველოს სტატიკის კომიტეტის მიხედვით ქართულ-სომხური ტვირთბრუნვა 2016 წლის იანვარიდან ნოემბრის თვეებში შეადგინა საქართველოს საერთო საგარეო ვაჭრობის 7%.
სომხეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვა 2014 წელს შეადგინა $ 156, 3 მლნ, ხოლო 2015 წელს $ 182,9 მლნ. (ზრდა 17% ).
„ასე, მინდა აღვნიშნო, რომ ექსპორტის მაჩვენებელი სომხეთიდან საქართველოში საგრძნობლად უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმპორტი საქართველოდან სომხეთში, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც სომხეთის წევრობასთან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ასევე, სომხეთში საერთო სომხურ-ქართული საწარმოების ზრდასთან, (ან ქართული კაპიტალით ბიზნესები) რომელთა რიცხვი დაახლოვებით 180 შეადგენს. ქართველი ბიზნესმენების სარგებელი მდგომარეობს 180 მილიონიან ევრაზიული ბაზარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი სოფლის მეურნეებისთვის. სომხეთისთვის კი საქართველო არა მარტო გასასვლელი გზაა ევრაზიულ ეკონომიკურ ბაზარზე, არამედ ევროპაში და ასევე მის ფარგლებს გარეთ“-ამბობს ჯონი მელიქიანი.
სომხეთსა და საქართველოს შორის მოქმედებს დივერსიფიცირებული ექსპორტი. საქართველოდან სომხეთში იმპორტირდება თამბაქო, მედიკამენტები, ხორცეული და რძის პროდუქტი, ალკოჰოლი, შეფუთული დაფასოებული პროდუქცია, ექსპორტიდება სასუქი, ალკოჰოლი, გამაგრილებელი სასმელი, მინერალური წყალი და სოფლის მეურნეობის ნაწარმი.