23 აპრილს გაიმართება Aurora Dialogues განხილვა-დისკუსია, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ლიდერი მეცნიერები

23 აპრილს „100 სიცოცხლე“ და „ავრორა პრემია“ ინიციატივით იწვევს Aurora Dialogues-ს  განხილვა-დისკუსიებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ლიდერი მეცნიერები, მედიაექსპერტები, ქველმოქმედები და მეცენატური სფეროს ლიდერები. განხილვები  მსოფლიოში მეცენატობასთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოწვევებს ეძღვნება.
როგორც  „ავრორა პრემიის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, Aurora Dialogues-ის მიზანია,  სათავე დაუდოს საზოგადოებრივ განხილვა-დისკუსიებს, რომლებიც წარსულის შეცდომებზე სწავლის საკითხებს მოიცავს;  ესენია –  აწმყოში მოქმედებისა და უკეთესი მომავლის ფორმირება.

ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნება  ჰუმანიტარული სფეროს საკითხები და პრობლემები, ლტოლვილთა მსოფლიო კრიზისი, ქალთა როლი მეცენატურ საქმიანობაში და ჰუმანიტარულ კრიზისზე მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის  საკითხში მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს 100 LIVES ინიციატივის თანადამფუძნებელი და პრემია „ავრორა“-ს შემრჩევი კომისიის წევრი ვარდან გრეგორიანი.

Aurora Dialogues-ი გაიმართება შემდეგი საკითხების ირგვლივ:

  • მეცენატური პრობლემების ვითარება მსოფლიოში.
  • დახმარება მსოფლიო ლტოლვილებს,სირია და სხვა ტერიტორიები.
  • ქალთა როლი საერთაშორისო ჰუმანიტარულ თანამეგობრობაში.
  • კრიზისების გაშუქება (მედიის როლი).

 

2016 წლის ერევნის Aurora Dialogues  დისკუსია-განხილვები გაიმართბა მესრომ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა კვლევით ინსტიტუტში (მატენადარანში).
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ https://auroraprize.com/en/

ფოტო:auroraprize.com

Leave a Reply