ერთი კვირის წინ, 23 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერისა და ძლიერი ნალექის გამო დაიკეტა საავტომობილო გზა სტეფანწმინდა-ლარსი. საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე შექმნილი ვითარება უცვლელი რჩება.
დაზიანებული გზის მონაკვეთიდან დაახლოებით 5 კილომეტრის სიგრძეზე სტეფანწმინდის მიმართულებით, მოქალაქეთა შესვლა აკრძალულია პოლიციის თანამშრომების მიერ, საპასპორტო და საბაჟო მომსახურებისთვის განკუთვნილი ჯიხურები დაკეტილია. ადგილზე მუშობს დაახლოებით 20 ერთეული ტექნიკა. არც აღდგენითი სამუშაოების შემსრულებლებმა და არც ადგილზე ზედამხედველობის განმახორციელებელმა საპატრულო სამსახურის წარმომადგენლებმა არ იციან, როდის აღდგება გზა. ერთი რამ ნათელია, მინიმუმ 10 დღე გზა არ გაიხსნება.
სხვა პირობების გათვალისწინებით, გზის აღდგენითი სამუშაოების პროცესს ხელს უშლის არახელსაყრელი ამინდებიც. საღამოს საათებში წვიმიანი ამინდების გამო გზის მახლობლად მდებარე მდინარე თერგი გადაედინება კალაპოტიდან, რასაც შეესწრო ალიქ მედიას გადამღები ჯგუფი. ეს თავისმხრივ დამატებით სირთულეებს უქმნის აღდგენითი სამუშოების განხორციელებას.
საქართველოს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, უახლოესი მაღალი წერტილიდან 24 საათიან მეთვალყურეობას ახორციელებენ შესაძლო ახალი კატასტროფების შემთხვევაში სწრაფი მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. მათი თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია მძიმე ტექნიკის საკითხი, რომელთა მძღოლებიც მუშაობენ მდინარესთან ახლოს, ან ზუსტად მდინარეზე.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავებმა, სომხეთის რესპუბლიკის სსს-სთან თანამშრომლობით, ლარსის გამშვები პუნქტის რუსული მხრიდან საერთაშორისო აეროპორტში „ზვართნოც“ გადმოიყვანეს სომხეთში შემოსვლის მსურველი 200-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო ქართული მხრიდან რუსეთში მიმავალთა მდგომარეობა გაურკვეველია. წლის განმავლობაში თბილისიდან ლარსისკენ მიმავალი სახელმწიფოთაშორისი გზატკეცილი დატვირთულია, ამ დღეებში კი ის თითქმის ცარიელია. ამის მიუხედავად გზის დაზიანებულ მონაკვეთამდე, შევხვდით დაახლოებით ერთ ათეულ ტვირთგამტარს, რომლებიც 23 ივნისიდან იმედით ელოდებიან გზის გახსნას. ეს ძირითადად ის მანქანებია, რომელთაც ფოთით ან აზერბაიჯანის ტერიტორიით გადააადგილების შესძლებლობა არ აქვთ.
ერთ-ერთმა მძღოლმა რუსეთიდან თქვა, რომ საქართველოს მიერ შემოთავაზებული ვითომ ალტერნატიული გზა ბაქოში გამგზავრების მეშვეობით, არა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებისთვისაა შეუძლებელი, არამედ რუსებისთვისაც.
ასევე აზერბაიჯანის გამსვლელი პუნქტით რუსეთში გადასვლის მსურველი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უკან გამოგზავნეს თბილისში, პასპორტში სომხური ბეჭდის გამო. მძღოლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ დახმარება არავისგან მიუღიათ და უკვე ერთი კვირაა, რაც ცხოვრობენ, სძინავთ მანქანებში, საკვებს იძენენ ახლოს მდებარე მაღაზიაში, ამზადებენ ადგილზე. გაურკვევლობასა და მოლოდინში მყოფი მძოლები ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციას იძლევიან: „თავიდან 5 დღეს გვეუბნებოდნენ, შემდეგ ერთ კვირას, შემდეგ 2 თვეს, უკვე თვითონაც არ ვიცით, რას ველოდოთ“.
სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთთან, სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის დროებით გამოყენების საკითხის გარშემო, რაც იქნება ლარსის გზის ალტერნატივა. მაგრამ ამ ვარიანტის განხორციელების შანსები დიდი არაა. ვითარება განიხილეს ასევე სომხეთის მთავრობაში. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატვირთოების რაოდენობა საქართველოში აღწევს 15-20 მანქანას, გარდა იმ მანქანებისა, რომლებიც ჯერ სომხეთის ტერიტორიიდან არ გამოსულან, ან იმყოფებიან სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში.
ამ დროისთვის რუსულ მხარეს მანქანების რაოდენობა შეადგენს 40-50 მანქანას, მაგრამ ვლადიკავკაზთან გზის სიგრძეზე არის მრავალი სატვირთო. საქმე არ ეხება მხოლოდ სომხურ მანქანებს. შეფერხებებია ასევე ქალაქ მინვოდს, კრასნოდარსა და დონი როსტოვთან.
Latest posts by ანა პეჩენევსკაია (see all)
- ვიდეო. პანკისის სოლიდარობის აქცია თბილისში - 21/04/2019
- ლარსის ბედი ჯერაც უცნობია - 04/07/2016
- ლარსის ბედი ჯერაც უცნობია - 02/07/2016