21 ოქტომბერს, ერევანი დაფუძნების 2800 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სომხეთის დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო, მათ შორის, მარათონი 2800 მორბენალის მონაწილეობით.
დღის განმავლობაში გაიმართა ველოსიპედების მარში, კლასიკური მუსიკის, ჯაზის და როკ კონცერტები, ეროვნული ფოლკლორი და ცეკვა. სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.
ტრადიციის თანახმად, ერევნის დღესასწაული ოქტომბრის პირველი ათი დღის ინტერვალში აღინიშნება, მაგრამ წელს სომხეთში ფრანკოფონიის სამიტთტან დაკავშირებით 21 ოქტომბერს გადაწყდა.
ერევენი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, 782 წელს მეფე არგიშტე I-მა დააარსა. ერებუნის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კუნიფორმალური ნიშანიც ამაზე მეტყველებს. თანამედროვე ერევანი 1.3 მილიონი მოსახლეობით, სომხეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია. იგი სომხეთის ისტორიული დედაქალაქია და ითვლება ყველა ეროვნბით სომეხის დედაქალაქად.