
სომხეთსა და არცახის შეიარაღებულ ძალებში 2018 წლის განმავლობაში 63 სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაფიქსირდა. მათ შორის 38 ჯარისკაცის გარდაცავლების მიზეზი სამხედრო ვალდებულებაში შესვლასთან იყო დაკავშირებული და 7 შემთხვევა მოწინააღმდეგე მხრის მკვლელობის შედეგად, ხოლო 25-ის გარდაცვალების მიზეზი საერთოდ არ იყო კავშირში სამხედრო სამსახურთან .
ამის შესახებ სომხეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 76-ს აღწევდა, მათ შორის 56 სამხედრო სამსახურში შესვლასთან იყო დაკავშირებული, ხოლო 20 სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული .
აღსანიშნავია ასევე, რომ 2017 წელს 2018 წელთან შედარებით, მტრის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა.