მსოფლიო ბანკი 2018 წელს სომხეთის ეკონიკისთვის 3,8%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მსოფლიო ბანკის “გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიშიდან.
ანგარიშის თანახმად, 2019 და 2020 წლებში მოსალოდნელია სომხეთის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა.
აღნიშნულია, რომ 2017 წელს სომხეთმა მნიშვნელოვანი წინსვლა დააფიქსირა ლითონის ფასის გაზრდისა და შიდა პოლიტიკის გაუმჯობესების შედეგად.
გარდა ამისა, რუსეთსა და ყაზახეთში ეკონიმიკის აღდგენამ ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მეშვეობით დადებითად იმოქმედა რეგიონში საქონლის იმპორტიორ ქვეყნებზე, როგორებიცაა სომხეთი, ბელარუსი და საქართველო.
ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმოსავლეთ რეგიონში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება 2018-2020 წლებშიც.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი