18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სომხეთში რუსეთის მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. ამ მიზნით, საარჩევნო უბნები ერევანსა და გიუმრიში გაიხსნა.
სომხეთში მოხოვრები 6000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე საკმაოდ გრძელ რიგში იდგნენ ხმის მისაცემად. მათი უმრავლესობა სომხეთის ყოფილი მოქალაქეები არიან, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს 25,000 სომხეთის მოქალაქემ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 2016 წელს ეს რიცხვი 22 ათასზე ნაკლები იყო.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში გახსნილ უბნებზე ხმების 90-% მიიღო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021