2016 წლის 9 აპრილს ერევანში, ახალგაზრდა ინიციატორთა ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება მიტინგი სახელწოდებით „საერთაშორისო სიჩუმის წინააღმდეგ“


2016 წლის 9 აპრილს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, ახალგაზრდა ინიციატორთა ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება მიტინგი სახელწოდებით „საერთაშორისო სიჩუმის წინააღმდეგ

“მიტინგი ჩატარდება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერევანში ჩასვლის პარალელურად, თუმცა როგორც აღნიშნავს მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქცია ეხება როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ასევე რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ისრაელს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, ევროკავშირის საპარლამენტო კომისიას, ევროკავშირს, ასევე ეუთოს სხვადასხვა სტრუქტურას და სხვა ქვეყნების როლს დღევანდელ კონფლიქტში.

„საომარი მოქმედებების დროს შეინიშნებოდა საერთაშორისო საზოგადოებისა და განსაკუთრებით კონფლიქტის მოგვარების უშუალო მონაწილე სტრუქტურებისა და ქვეყნების კრიმინალური სიჩუმე და აქვე უნდა აღინიშნოს რომ არანაკლებ კრიმინალურია ერთ ჭრილში სომხეთის, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის განხილვა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომლებიც ამ დღეების მანძილზე ჩართულნი ვართ საინფორმაციო ნაკადებისა და მოწინააღმდეგე მხარის პროპოგანდის წინააღმდეგ სამუშაოების ორგანიზებით, ვმართავთ საპროტესტო აქციას სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგ“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მოუწოდებს საზოგადოებას, რათა შეუერთდნენ მათ ინიციატივას.

Leave a Reply