Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით რუსეთი ლიდერობს — 2016 წელს ამ ქვეყნიდან 394,5 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 8,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
საქართველოში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი მოდის რუსეთზე. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს.
საქართველოდან რუსეთში გასვლითი სამსახურისთვის ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მამაკცთა 90%-ზე მეტი მიემგზავრება, წერს სააგენტო jnews.ge.
32 წლის სევაკი ცხოვრობს ახალაქალაქში, მაგრამ უფრო სწორი იქნბა თუ ვიტყვით, რომ ის მხოლოდ 4 თვეს ატარებს ახალქალაქის საკუთარ სახლში, დანარჩენ დროს კი რუსეთში მუშაობს.
„სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სამუშაო ადგილები არ არის. რუსეთში კი მეტნაკლებად შესაძლებელია ფულის შოვნა. შარშან ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, რუსული რუბლი გაუფასურდა -1000 რუბლი 30 ლარს შეადგენდა. წელს, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა“,-ამბობს სევაკ ზატიკიანი.