2008 წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის პირველი და მესამე პრეზიდენტები დაიკითხებიან

2008 წლის 1-ლი მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი და მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაიკითხება.  ამის შესახებ არმენ პრესი იტყობინება სპეციალური საგამომძიებო სამსახურის უფროსის სასუნ ხაცატრიანის სიტყვებზე დაყრდნობით.

ხაჩატრიანმა აღნიშნა, რომ გამოძიება გადაწყვეტს როდის და რა სტატუსით დაიბარებენ პრეზიდენტებს დაკითხვაზე. მისი თქმით, დაკითხვა ეფექტური უნდა იყოს. ხაჩატრიანის თქმით, სერჟ სარგსიანი შესაძლოა მნიშვნელოვანი მოწმე იყოს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქოჩარიანს და რამდენიმე მაღალჩინოსანს 2008 წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ბრალი უკვე წაუყენეს.

2008 წელს სომხეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა.