2016 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე სომხეთს ოქრო ჰქონდა მოპოვებული 1996 წლის ატლანტას 26-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
2016 წლის რიო დე ჟანეიროს XXXI საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე, 16 აგვისტოს სომხეთმა მოიპოვა პირველი ოქროს მედალი 20 წლიანი შესვენების შემდეგ, ამით რიგით მე – 14 სომეხი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, კიდევ ერთხელ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე არტურ ალექსანიანი.
98 კგ. წონითი კატეგორიის პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ალექსანიანმა კუბელი იასმანი ლუგუ კაბრერა 3:0 დაამარცხა.
ამით სომხეთის ოლიმპიური ნაკრები 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის, 1 ოქროთი და 3 ვერცხლით ქვეყნების რეიტინგში იკავებს 36-ე ადგილს. ორი ვერცხლის მედალი ამ დროისთვის მოპოვებულია ძალოსნობაში 105 და +105 წონით კატეგორიაში მარტიროსიან სიმონსა და მინასიანი გორის მიერ. კიდევ ერთი ვერცხლის მედალი სომხეთს მოოუტანა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჰარუთიუნიან მიჰრანმა.
16 აგვისტო აღსანიშნავი იყო ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის. საქართველოს შეემატა კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპირი რეკორდია ორჭიდის ჯამში.
ვერცხლი საქართველოს მოუტანა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ.)
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს, ასევე ბრინჯაოს მფლობელი ძალოსნობაში გახდა თურმანიძე ირაკლი (+105).
ასე ოლიმპიური ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ძალოსნობაში (+105) გაიყვეს ტალახაძემ, მინასიანმა და თურმანიძემ.
ამით საქართველო ქვეყნების რეიტინგში ამდროისთვის იკავებს მე-40 ადგილს 1 ოქროთი, 1 ვერცხლითა და 4 ბრინჯაოთი.