სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიულოცა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. მისალოცში წერია:
“პატივისცემულო ნიკოლ, ვოვას ძე, მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. გისურვებთ, რომ თქვენი აქტივობამ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხელი შეუწყოს სომხეთის მრავალმხრივ განვითარებას და საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის გაძლიერებას, ასევე სხვა მრავალი კარგი მიზნის განხორციელებას . დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი ინტერესების ფორმატში , ასტანასა და ერევნის მეგობრობა იქნება კარგი საფუძველი ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთოებების შემდგომი განვითარებისათვის. პატივისცემულო ნიკოლ ვავას ძე, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობზე წარმატებების მიღწევას გისურვებთ, ხოლო მეგობარ სომეხ ხალხს აყვავებას და მშვიდობას”