Latest posts by Aliq Media (see all)
12 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრში კულტურის სახლთან ქალაქის დღესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ სტუმრებს სადღესასწაულო ვახშამზე უმასპინძლეს.
დღესასწაულის აღნიშვნა პირველ საათზე დაიწყო, რომელსაც მოჰყვა საზეიმო კონცერტი ახალქალაქის სოფლების ანსამბლების მონაწილეობით. სცენაზე გამოვიდნენ ანსამბლი „ჯავახქ“, ქართული ანსამბლი „მურჯი“ და ასევე ახალქალაქის სომხური ახალგაზრდული ცენტრის საცეკვაო ანსამბლი.
საკუთარი პროდუქტები წარადგინეს „ახალქალაქში სოფლის განვითარებისათვის ახალი მიდგომის ხელშეწყობის„ პროგრამის წარმომადგენლებმა. მათ სტუმრებს ტკბილეული, ბუშტები და ბროშურები დაურიგეს, რამაც სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
ახალქალაქის მომავლის სახლმა თავისი ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, ჯავახური თოჯინა და ნაქარგები წარადგინა.
ღონისძიებას უძღვებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი.
„დღეს ახალქალაქის ისტორიაში პირველად ჩვენ აღვნიშნავთ ახალქალაქობას. დღევანდელ დღეს არანაირი ისტორიული დატვირთვა არა აქვს. ვფიქრობ, ახალქალაქის არცერთი მოსახლე წინააღმდეგი არაა, რომ ჩვენ კიდევ ერთი დღესასწაული გვქონდეს. მინდა გაცნობოთ, რომ ახლა ღიაა ჩვენი მუზეუმი. შეგიძლიათ ეწვიოთ თუ გაინტერესებთ ახალქალაქის ისტორია. სიხარულით გეტყვით, რომ დღეს აქ ღირსეული ახალქალაქელები იმყოფებიან“ – აღნიშნა ვლერი სტელმაშოვმა.
ახალქალაქობაზე სიტყვით გამოვიდა ყოფილი თავმჯდომარე, ახლა უკვე საკრებულოს დეპუტატი ჰამლეტ მოვსისიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალქალაქობა სხვადასხვა რიცხვში აღინიშნება, მაგალითად, მომავალ წელს ზეიმი უფრო თბილ ამინდში, სექტემბერში ჩატარდება.
ახალქაალქის მოსახლეობას ასევე ახლადარჩეულმა მერმა იურიკ უნანიანმაც მიულოცა.
„მთელი გულით მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, როგორც დღესასწაული. ორი სიტყვით მინდა მოგმართოთ. პირველად ვატარებთ ასეთ ღონისძიებას, და მე ვიცი, რომ არის გარკვეული ხარვეზები,მაგრამ მომავალში უფრო დავხვეწავთ და უკედ აღვნიშნავთ“-აღმნიშნა ქალაქის მერმა.
ახალქალაქობის ღონისძიება მუნიციპალოიტეტს 6000 ლარი დაუჯდა. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი რესტორანში სტუმრების მასპინძლობაზე დაიხარჯა.