სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1156 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო კიდევ 68 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის სომხეთში სულ 358 გამოჯანმრთელებულია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 783 პირი რჩება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 18-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში კორონავირუსის 9632 ტესტია ჩაბარებული, რომელთაგან 1156 დადასტურებულია.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021