11 მარტს სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება

11 მარტს, სომხეთის 30 რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგეგმება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებიდან 14-ში აირჩევენ სოფლის ან ოლქის ხელმძღვანელს/ლიდერს, ხოლო 16-ში საკრებულოს.

ტავუშის რეგიონის სოფელ აზატამუტში დაგეგმილია საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

სოფლის ლიდერს აირჩევენ, კოტაიქის რეგიონის სოფელ ჰაცავაში, არაგაწოტნიწის რეგიონის სოფელ დმასარში, არარატის რეგიონის სოფელ ეღეგნავანში, სოფლებში დარბნიკ, ჩორაკ, ხაჩფარ, ჰაიანისტ, ნიზამი, ნორამარგ, საიათ-ნოვა და სის, არმავირის რეგიონის სოფელ მეწამორში, ლორეს რეგიონის სოფლებში დებედ და ლერნავან.

Leave a Reply