11-12 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი ევროკავშირის მთავრობას შეხვდება. ამის შესახებ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.
ბალაიანმა აღნიშნა, რომ ასევე იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უცხოეთში.
6 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის მუდმივმოქმედი სახელმწიფო მდივნის მოადგილე საიმონ მაკდონალდი სომხეთს ესტუმრება.