სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამა წლის 10 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ეუთო-ს მოქმედი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ოფისის შუამავლობით, მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის შედგა მოლაპარაკება, ამა წლის 2-5 აპრილამდე აზერბაიჯანული მხარის აღვირახსნილი აგრესიის შედეგად გარდაცვლილ სამხედროთა ცხედრების გადაცემის შესახებ. სომხურ მხარეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის 18 გარდაცვლილი სამხედროს ცხედარი გადაეცა .
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ სომხურ მხარეს გადაცემულ ცხედრებზე უპატივცემულო მოპყრობისა და წამების ნიშნები იქნა აღმოჩენილი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების დარღვევაა. ასევე, ეს ფაქტი ეწინააღმდეგება მთიანი ყარაბაღის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილ ნორმებს.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, დანაშაულებათა მტკიცებულებების შეგროვების სამუშაოებს ახორციელებენ, რის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინიტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ინსტანციაში თანმიმდევრულად გაახმაურებს აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული (სამხედრო დაპირისპირების) უფლებებისა და სხვადასხვა კონვენციების დარღვევის ფაქტებს, რისი საბოლოო მიზანი იქნება აზერბაიჯანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება.