ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არაბა ბაბლოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ასარჩევად ეროვნული ასამბლეის სხდომა 1-ელ მაისს გაიმართება.
“სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 140-ე მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად, მე ვაცხადებ, რომ პრემიერ-მინისტრის არჩევნების საკითხი განიხილება ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, რომელიც გაიმართება 1 მაისის 12:00 საათზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 აპრილს, ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკური ფრაქციის წევრების შეხვედრა სერჟ სარგსიანის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი კარენ კარაპეტიანის თანდასწრებით ჩატარდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021